გაკვეთილის გეგმა ისტორიაში

გაკვეთილის მთავარი თემა
გიორგი სააკაძის როლი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიაში
მასწავლებლის სახელი გვარი
რევაზ ირემაძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური მე-6-ე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
12 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
საზ. მეცნ.V-VI.7 . მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები , რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
საზ. მეცნ.V-VI.8 . მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ გიორგი სააკაძის პიროვნება, იცნობენ მარტყოფისა და მარაბდის ომების ისტორიას
მასწავლებელი აკეთებს ზეპირი პრეზენტაციის და დისკუსიის განმსაზღვრელ შეფასებას. ჯგუფური მუშაობისას ვიყენებ განმავითარებელ მუშაობას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
1)      სახელმძღვანელო: მ. სურგულაძე „ჩვენი საქართველო,,
2)      რუკა ,დაფა, ცარცი, ფურცლები, მარკერი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები -1 წუთი
მოსწავლეები სხედან ჯგუფებად, საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.
A-ფაზა-გამოწვევა
აქტივობა 5 წუთი
    მასწავლებელი აკეთებს პრეზენტაციას და მოსწავლეებს აჩვენებს კასტელის ნახატს - გიორგი სააკაძე. რუკაზე აჩვენებს XVII საუკუნის საქართველოს. და მის სამეზობლოში შექმნილ ვითარებას.
B-ფაზა-ცოდნის კონსტრუირება.
აქტივობა 10 წუთი
მოსწავლეები მიღებული ცოდნის საფუძველზე ადგენენ ცხრილს და ემზადებიან პრეზენტაციისთვის.
სახელმწიფო
ისტორიული
პირები
გეოგრაფიული
არეალი
დრო
ქართლი
თეიმურაზ I
მარაბდა
1625
კახეთი








   მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ახალ დავალებას თითოეული ჯგუფისთვის წინასწარ შერჩეულ ტექსტებს: მოსწავლეები ეცნობიან და  ამზადებენ პრეზენტაციას .
   აქტივობა-10 წუთი
1 -ჯგუფი : ირანის მიზნები ქართლის მიმართ.
2 -ჯგუფი : მარტყოფის ომი.
3-ჯგუფი : მარაბდის ომი.
   პრეზენტაციისთვის სამივე ჯგუფი 9 წ თ
.
C -ფაზა შეჯამება
აქტივობა 10 წ თ
დისკუსია
1.       ქმნის თუ არა ისტორიული პიროვნება ეპოქას.
2.       რა შედეგი მოუტანა მარტყოფისა და მარაბდის ომებმა საქართველოს.
3.       საშინაო დავალება:  დავწეროთ ესე ,,გიორგი  სააკაძის როლი XVII-საუკუნის საქართველოში.

Comments

Popular posts from this blog

სასწავლო პროექტი ისტორიაში