სასწავლო პროექტი ისტორიაში

პროექტის სახელწოდება
გაიცანი საქართველო
პროექტის მთავარი თემა
გონიოს და პეტრას ციხეების   მონახულება.
პროექტის აქტუალობა
   მოინახულებენ გონიოს და პეტრას ციხეებს, გაეცნობიან მათ ფუნქციებს , დანიშნულებას და არქიტექტურას .ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში  პატრიოტული გრძნობების ამაღლებას.
მონაწილეთა ასაკი
15-16 წელი
მოსალოდნელი შედეგები რაც შეიძლება შეიქმნას
   ნახავენ გონიოს ციხის მასშტაბებს ,რომაულ აბანოებისა და საირიგაციო სისტემას ასევე ციხის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს ,მოსწავლეები გონებაში აღიდგენენ ანტიკურ ეპოქას.
   ასევე ნახავენ პეტრას ციხეს, გაეცნობიან მისი აგების ისტორიას და ეპოქას, შეადარებენ ამ ორი ციხის ფუნქციებს და დანიშნულებას. მათ მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
-მიკროავტობუსის დაქირავება.
-ბავშვების კვება.
-ციფრული ფოტოაპარატი.
ვადები/ხანგრძლივობა/
სამი დღე .
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
  პროექტის ხანგრძლივობა იქნება 3 დღე ,წინა დღეს ვატარებ ლექციას საქართველოში შემონახულ ციხე სიმაგრეებზე, მათი აშენების დროსა და ფუნქციებზე.
 დილით 8 საათზე გავემგზავრებით ბათუმის მიმართულებით მოვინახულებთ გონიოს ციხეს და პეტრას ციხეს უკან  ვბრუნდებით საღამოს 8 საათზე.
   პროექტის მესამე დღეს ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოებით ვაკეთებთ ,, სლაიდ-შოუს“ და ვაჩვენებ VII-IX კლასის მოსწავლეებს.
  სკოლის ფოიეში მოვაწყობთ ფოტოგამოფენას.
 

კავშირი სხვა საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი აქვს გეოგრაფიასთან გაეცნობიან გეოგრაფიულ მდებარეობას. .ე .ს. გ-ს მიხედვით ბავშვები გაეცნობიან და შეიმეცნებენ ისტორიული ნაგებობის სტილსა და არქიტექტურას, გაიაზრებენ მის ფუნქციებს , შეადარებენ ერთმანეთს  ორ ისტორიულ ძეგლს. ასევე აუმაღლდებათ პატრიოტიზმი.
პროექტის ხელმძღვანელი
რევაზ ირემაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
revaziremadze2017@gmail.com

Comments

Popular posts from this blog

გაკვეთილის გეგმა ისტორიაში